22 საათი ოპოზიციის უწყვეტი პროტესტიდან. ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებისა და ასევე ვარაზისხევის კვეთაზე კვლავ კარვებია გაშლილი. „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ჯერ კიდევ გუშინდელი მოწოდების თანახმად, დემონტრანტები ადგილზე დარჩენას საღამოს 8 საათამდე აპირებენ. თუმცა რა იქნება 24 საათიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ? - ოპოზიციონერი ლიდერები მომდევნო სამოქმედო გეგმას დღეს 19 საათზე გაგვაცნობენ. მოთხოვნა კი ისევ უცვლელია - ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები წინააღმდეგობისა და ხმების დაცვის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.