„ეხო კავკაზას“ ცნობით, 18 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტს, რომელიც ასლან ბჟანიას ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსეთის ელჩმა“, მიხაილ შურგალინმა გაუგზავნა, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამავალა, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც 2025 წლის 9 მაისს გაიმართება, მოწვევის ტექსტი გადმოგცეთ“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია“.