რუსების მიერ სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა - Palitra News

რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე არის გაზრდილი

2024-11-18 18:14:18+04:00

რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაღუპულთა შორის 7 პოლიციელია, ერთი ექიმი და ორი ადგილობრივი მცხოვრები“, - აცხადებს ოლეგ კიპერი.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსების მიერ ოდესაში ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შედეგად, 44 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 ბავშვია.