ჯანდაცვის სამინისტროში, სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესაძლო გზების განხილვის მიზნით, დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრები გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, მორიგი შეხვედრა ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებთან გამართეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტრო, სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბიუჯეტის გადახედვაზე მუშაობს და ამ მიმართულებით, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.