ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამებასა და საარჩევნო პერიოდს დედალაქის მერიც გამოეხმაურა. კახა კალაძემ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა, რომლებმაც ხმა ქართული ოცნების სასარგებლოდ მისცეს, ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება და წინსვლა აირჩიეს. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში წარიმართა.