პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იყო, რომელშიც მმართველმა გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აღნიშნა, რომ წნეხის მიუხედავად, ცესკომ არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება შეძლო. მთავრობის მეთაურმა ჩატარებულ არჩევნებს გადამწყვეტი უწოდა. მისი თქმით, მოქალაქეებს რეფერენდუმის მნიშვნელობის არჩევნებზე არჩევანი უნდა გაეკეთებინათ ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ ევროპულ მომავალს შორის.