საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს. არასამთავრებო ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით მიმართავს. საია საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, არცევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს..... „ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი უგულებელყოფა არღვევს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას." - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.