26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ფონზე ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღისწესრიგის ნაწილად რჩება - Palitra News

ჯოზეფ ბორელი 26 ოქტომბრის არჩევნებზე - ცხადია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გამოძიება - არ შეიძლება თქვა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო ის

2024-11-18 15:07:16+04:00

საქართველოში მიმდინარე პროცესები კვლავ საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრშია.. 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ფონზე ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღისწესრიგის ნაწილად რჩება. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე შეიკრიბნენ. სხდომის დაწყებამდე მედიასთან გაჟღერებული განცხადებებიდან ჩანს, რომ ევროპელი ლიდერები არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერას აძლიერებენ. რა განცხადებები კეთდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ხემძღვანელობს.