20 საათი ოპოზიციის უწყვეტი პროტესტიდან. ჭავჭავაძის, მელიქიშვილის გამზირებისა და ვარაზისხევის კვეთაზე კვლავ კარვებია გაშლილი. კოალიცია "ცვლილებისთვის" და "ერთობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ჯერ კიდევ გუშინდელი მოწოდების თანახმად, დემონტრანტები ადგილზე დარჩენას საღამოს რვა საათამდე აპირებენ. თუმცა რა იქნება 24 საათიანი უწყვეტი პროტესტის შემდგომ? - ოპოზიციონერი ლიდერები მომდევნო სამოქმედო გეგმას დღეს 7 საათზე გაასაჯაროვებენ. მოთხოვნა კი კვლავ უცვლელია ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები წინააღმდეგობისა და ხმების დაცვის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.