ნოემბრის თვე მიიჩნევა დიაბეტის ცნობიერების ამაღლების თვედ, მთელი მსოფლიო უერთდება ამ თვეში არსებულ კამპანიებს, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს დაავადების კუთხით. გამონაკლისი არც საქართველოა, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ყოველწლიურად ახორციელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს - "მონეტიზაციის" სტუმარია მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ენდოკრინოლოგი, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი თამარ კვარაცხელია