რიო დე ჟანეიროში „დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარეობს. სახელმწიფოთა მეთაურები ბრაზილიის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ. ლიდერები სამიტზე სიღარიბესთან , ვაჭრობასთან, კლიმატის ცვლილებთან და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, რომელმაც გამგზავრებამდე ამაზონის ტროპიკული ტყე მოინახულა. სამიტის ფარგლებში ბრაზილიაში უკვე იმყოფებიან, საფრანგეთის, ჩინეთის, არგენტინის, ჩილესა და თურქეთის პრეზიდენტები, ასევერიო დე ჟანეიროში უკვე ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ბრაზილიამ „დიდი ოცეულის“ სამიტის უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამხედროები, ჯავშანტექნიკა და საზღვაო გემები განათავსა.