საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლებულ ინფრასტრუქტურას უწყების მინისტრი ალექსანდრე წულაძე გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში, განათლების მინისტრმა მასწავლებლებთან რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკასა და მათი პროფესიული განვითარების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. მარანის საჯარო სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი, რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება ორ მლნ ლარზე მეტია.