ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს - რა მოლოდინები აქვთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს - რა მოლოდინები აქვთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

2024-11-18 12:22:37+04:00

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებას დროს დღესაც დაუთმობს. მინისტერიალზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორისაა, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებული ვითარებაც. სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ვიდრე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში სხდომას დაიწყებენ მოსალოდნელი გზავნილების შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ საქართველოში პოლიტიკური აქტორები. ეკა უშხვანი განაგრძობს თემაზე საუბარს.