თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე აქციის მონაწილეებს დაახლოებით 20 ზე მეტი კარავი აქვთ გაშლილი. ადგილზე იმყოფებიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ საპორტესტო ტალღას შეუერთდნენ. რა ვითარებაა ადგილზე უწყვეტი პროტესტიდან 17 საათის შემდგომ.