ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ბეირუთში განხორციელებული ავიაიერიშის დროს „ჰეზბოლას“ მთავარი პრესსპიკერის, მუჰამედ აფიფის ლიკვიდაცია განახორციელეს. თავდაცვის ძალების მტკიცებით, აფიფი კონტაქტში იყო მაღალჩინოსნებთან და ისრაელის წინააღმდეგ „ჰეზბოლას“ ტერორისტული მოქმედებების წინსვლასა და განხორციელებაში" უშუალოდ მონაწილეობდა. ისრაელის მხრიდან ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი გაჩნდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადები იმყოფებოდნენ და ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ამასთან, თავდასხმის შემდეგ ლიბანის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ბეირუთში სკოლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ორი დღით დაიხურება.