რუსეთის ძალების მიერ ხერსონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ცნობით, ერთ-ერთი თავდასხმა დნეპროვსკის რაიონში მოხდა, სადაც ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატით მანქანას დაარტყეს. დაღუპულია ორი პირი, ხოლო დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. იერიშები ხერსონის სხვა რაიონებშიც განხორციელდა. რუსულმა მხარემ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა სუმის ოლქშიც. რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია რვა პირი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია, დაშავებულია ათი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ და დაზარალებულების ევაკუაციას ახორციელებენ.