ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოყენების ნებართვა მისცა. როგორც reuters-ი აღნიშნავს, გადაწყვეტილება ვაშინგტონის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მედია, წერს, რომ უსაფრთხოების გამო წყაროებმა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. ამასთან, აღინიშნება, რომ უკრაინა შორ მანძილზე თავისი პირველი შეტევების განხორციელებას უახლოეს დღეებში გეგმავს. აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ცვლილება რუსეთის ძალებში ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ჯარების განლაგების პასუხია, რამაც ვაშინგტონსა და კიევში შეშფოთება გამოიწვია. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსგავს საკითხებზე კომენტარი წინასწარ არ კეთდება და რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან.