დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში. მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ „კანონპროექტი კვლავ დავის საგანია. დღეს დილას ინფორამაცია გავრცელდა, რომ სოხუმში ადამიანთა ჯგუფმა აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობის დაკავება სცადა. დაცვამ ისინი გამაფრთხილებელი სროლებით გააძევა. რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაცვის თანამშრომლების საპასუხო ქმედებებმა შესაძლებელი გახადა სიტუაციის სტაბილიზაცია და კონფლიქტის განვითარების პრევენცია. მანამდე ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თემურ გულიამ განაცხადა, რომ ასლან ბჟანიან ე.წ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო დროებით მთავრობას შექმნის.