დაახლოებით 14 საათზე მეტია, რაც ბარიერგადალახული ოპოზიური პარტიები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ საპოროტესტო აქციის ფარგლებში იმყოფებიან. ადგილზე შეკრებილებმა ღამე გაშლილ კარვებში გაათენეს. ოპოზიციონერი ლიდერები მოქალაქეებს მოუწოდებენ შემოუერთდნენ და სამსახურების ნაცვლად თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. დემონსტანტები ირწმუნებიან, რომ ვარაზისხევის კეკელიძის ქუჩის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების მონაკვეთების პარალიზება მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო დღეებში საპროტესტო ტალღა უფრო ვრცელ მასშტაბებს მოიცავს. კოალიცია ძლიერი საქართველო, ცვლილებისთვის, ერთობა ნაციონალური მოძრაობა და გახარია საქართველოსთვის არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებას განიხილავენ. მოქალაქეებს 24 საათიანი საპროტესტო აქციისკენ "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გუშინ საღამოს მოუწოდეს. დემონსტრანტებს მალევე შეუერთდნენ პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებიც.