01:14
20 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
25 წლის ბიჭი, რომელიც ხის სამკაულებს ქმნის
13-03-2017

ხეზე მუშაობა ბავშვობიდან მოსწონდა, თუმცა სამკაულების შექმნა 1 წლის წინ დაიწყო. 25 წლის ნიკო ავალიშვილი ნამუშევრები საკუთარი ხელით სახლის აივანზე ამზადებს. თავდაპირველად ხატებისთვის ჩარჩოებს აჩუქურთმებდა, შემდეგ სათამაშოების გაკეთება დაიწყო, ბოლოს სამკაულების შექმნა გადაწყვიტა და საკმაოდ წარმატებული გამოდგა ეს ნაბიჯი. მის ნამუშევრებს შორის არის: სამაჯურები, ბეჭდები და თმის სამაგრები.

სამკაულებს სხვადასხვა ხისგან აკეთებს, ამბობს რომ ყველაზე კარგი ბზის და მაჰაგონის მასალაა, რომელებიც თავისი განსაკუთრებული ფერით და ხარისხით გამოირჩევა.ხის სამაჯურებში სიახლე შემოიტანა და ვერცხლის დეტალი დაუმატა მრავალფეროვნებისთვის, რომელმაც ძალიან ლამაზი ელფერი შესძინა. ამბობს რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამკაული იყოს  ეკოლოგიურად  სუფთა და არ გამოიწვიოს ალერგია.მის სამკაულს მხოლოდ ზეითუნის ზეთი და სანთლით დამზადებული საცხი აქვს წასმული.

ნიკო თავის გამოცდილებას ხეზე მუშაობით დაინტერესებულ სხვა ადამიანებსაც უზიარებს. მომავალში კი საკუთარი სახელოსნოს გახსნას გეგმავს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები