საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე გადმოვიდნენ. აღნიშნულ ფაქტს ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.
ისმოდა შეძახილები: „საქართველოს გაუმარჯოს“.
ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მოიტანეს პლედები და „პარალონები“.
როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას გააცხადა, წამზომი ჩაირთო და მომდევნო 24 საათი საღამოს 8 საათამდე ისინი ჭავჭავაძის გამზირზე იქნებიან