ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს - Palitra News

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს

2024-11-16 20:12:57+04:00

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა, დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდნენ. როგორც თორნიკე დავლაშერიძის ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. არსებული ინფორმაციით, საპატიმრო 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულმა კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა, თუმცა ვინ, ამ ეტაპზე უცნობია.