ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მზადაა გადადგეს, თუმცა ამისთვის ის პირობას აყენებს - Palitra News

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მზადაა გადადგეს, თუმცა ამისთვის ის პირობას აყენებს

2024-11-16 20:09:57+04:00

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მზადაა გადადგეს, თუმცა ამისთვის ის პირობას აყენებს. მშობლიურ სოფელ ტამიშში მყოფი ბჟანია ძალაუფლების დათმობის შესახებ თავის მომხრეებს ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ 15 ნოემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, მოვლენები მოულოდნელად განვითარდა მას შემდეგ, რაც ე.წ. პარლამენტის სხდომა ჩაიშალა - აღნიშნულ ე.წ. სხდომაზე სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება იყო დაგეგმილი. ბჟანიას გადადგომას ათასობით მომიტინგე მოითხოვდა - ისინი პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ და ამ დრომდე იქ იმყოფებიან.