ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ახალგაზრდები იყვნენ მისული. ადგილზე მისასვლელ ქუჩაზე პოლიციელებმა ცოცხალი კორდონი შექმნეს. ამასთან, სამართალდამცავების კორდონის მიღმა ადგილზე იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. ადგილზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი.