ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები საბოლოოდ შეაჯამა. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა, ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ სახეში შავი ფერის საღებავი შეასხა. განხორციელებული თავდასხმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. აღნიშნულ ქმედებამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა.