აქტივისტები, რომლებიც გიორგი კალანდარიშვილის სახლთან პროტესტის გამოსახატად მივიდნენ, მრგვალ ბაღთან ჩავიდნენ. შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ, მიიღეს, რაც სამართალდამცავებმა ისინი ცესკოს თავმჯდომარის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდეს.
მრგვალ ბაღთან აქციის მონაწილეებმა დღევანდელი პროტესტის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ახალგაზრდები მივიდნენ, სადაც მათ სამართალდამცავების კორდონი დახვდათ, რომლებმაც კალანდარიშვილის სახლამდე მისვლის საშუალება არ მისცეს.