გიორგი კალანდარიშვილზე განხორციელებული თავდასხმის გამო, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავით კირთაძემ „ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე“ შეასხა ცესკო-ს თავმჯდომარეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ, შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა, რის შემდეგაც მას შავი ფერის საღებავი სახეში შეასხა. ცესკო-ს დღევანდელი ხმაურიანი სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მერაბ პაპაშვილი მუშაობს და დამატებითი დეტალებით ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.