გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის, შტეფენ ჰებეშტრაიტის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. მისივე ინფორმაციით, შოლცმა „დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომი და მოუწოდა პუტინს შეწყვიტოს ის და ჯარები გაიყვანოს“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინთან საუბარში შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ მზადყოფნას იმდენ ხანს გააგრძელოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა, რამდენიც საჭირო იქნება. ოლაფ შოლცი თითქმის 2- წლიანი პაუზის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს პირველად ესაუბრა.