ჩრდილოეთ ინდოეთში საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათი ახალშობილი დაიღუპა და 16 დაშავდა. ცეცხლი ქალაქ ჯანსიში მდებარე საავადმყოფოში გაჩნდა. ხანძარი სწრაფად გავრცელდა იმ პალატაში, სადაც 55 ახალშობილი იმყოფებოდა, მათგან მეხანძრეებმა 45-ის გადარჩენა შეძლეს. მომხდარის შემდეგ ადგილობრივებს კითხვები გაუჩნდათ საავადმყოფოში უსაფრთხოების ზომებზე. თვითმხილველები ამბობენ, რომ საავადმყოფოს პერსონალის მხრიდან რეაგირება იქამდე არ მოხდა, ვიდრე თავად არ შეამჩნიეს კვამლი. საავადმყოფოში დამონტაჟებული იყო ხანძრის მაუწყებელი სიგნალიზაცია, თუმცა ის არ ამოქმედებულა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.