უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 53 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 83 დრონი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 53 ჩამოაგდეს, ხოლო 30 ქვეყნის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. უკრაინული დრონების ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 34 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 20 დრონი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 11 ბრიანსკის ოლქის, ერთი ბელგოროდის, ერთი კალუგის და ერთიც დროებით ოკუპირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდეს.