პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მთაწმინდის ფერდობის გამწვანებით სამუშაოებში. პარლამენტის წევრებმა მთაწმინდის ფერდობზე სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს. პროექტი 700-ს ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. ასევე მოიჭრა გამხმარი ხეები და ეტაპობრივად აღნიშნული ტერიტორიის ახალი ნერგებით შევსება მიმდინარეობს. დღეისთვის დარგულია 150-ი ათასამდე ახალი ნარგავი, რომელთა რაოდენობა წლის ბოლომდე 200-ი ათასს მიაღწევს. პროექტი საერთო ჯამში 700 ათასი ახალი ნერგის დარგვას ითვალისწინებს.