ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღევანდელი სხდომის პარლალეურად, უწყების ოფისთან ტერიტორიაზე გამართული აქცია უკვე დასრულდა. მომიტინგეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. პოლიციაში ადასტურებენ, რომ ცესკო-სთან გამართულ მსვლელობაზე, სამი პირია დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულები გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ და პოლიციურ მოქმედებებს ხელს უშლიდნენ.