ცესკოს შენობასთან დაწყებული აქცია, რომელსაც აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობის სახე მიეცა დასრულდა.
მსვლელობის მონაწილეებს, აქციის დასრულებისკენ პოლიტიკოსებმა მოუწოდეს.
მათი თქმით, დღევანდელმა აქციამ ხელისუფლების სუსტი ძალა აჩვენა და ხალხს ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.
„ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს, ხვალ, 19:00 საათზე სამოქალაქო სექტორს აქვს დაანონსებული აქცია და შევუერთდეთ! ეს არის სულ მათი ძალა, ახლა აქ რამდენი პოლიციელიც დაგვყვება, სიმართლე გითხრათ დღევანდელ მსვლელობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, „გავტესტეთ“, ცესკოში არც მოხდა იყო ფაქტი, რამაც საქართველოს მოქალაქეების განწყობა აჩვენა, იმ ოქმთან დაკავშირებით, რომელსაც კალანდარიშვილმა ხელი მოაწერა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ცესკოსთან აქციის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა მათ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.
ასევე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაციაც და პოლიციელებმა 3 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.