ოქმის მონაცემები ცესკო-ს წევრებს სხდომაზე ცესკო-ს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა გააცნო.
ოქმის თანახმადვე, 34 974 საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ცნეს.
„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 508 294. არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობა 2 111 834. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იყო 34 974. როგორც თქვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი უბნის, მარნეულის ოლქში 69-ე უბნის შედეგები, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 1641, კანონმდებლობის შესაბამისად, გაბათილდა“, - განაცხადა გიორგი ჯავახიშვილმა.