საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სწავლება ჩაატარა. მე-3 მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებაში ტაქტიკური გადაადგილება, თავმოყრის რაიონისა და თავდაცვითი პოზიციების დაკავება განახორციელა. სწავლების ფარგლებში მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებათა ხაზი გაარღვია და პირობით მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა. სწავლება მიზნად ისახავდა სამხედრო მოსამსახურეთა ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას.