საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან რუსეთის ქმედებები დაგმო, ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტი ქვეყანა "ანექსიისკენ აჩქარებულ ნაბიჯებს დგამს" და ასევე, ზურაბიშვილმა სოხუმში მიმდინარე პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთშიც არის იმის მცდელობა, რომ „რუსული კანონი“ გატარდეს, რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, მანამდე, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.