ცესკოსთან მიმდინარე აქციას ის სტუდენტებიც ესწრებიან, რომელთაც გუშინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თსუ-ში აქციები ჩაატარეს. სტუდენტთა ნაწილმა ღამე ილიას უნივერსიტეტის შენობაში გაათენა. როგორც პროტესტის მონაწილე სტუდენტები ამბობენ, არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ არჩევნების გაყალბება ტრადიციად აქციონ. მათივე განცხადებით, ყველა ის საპროტესტო პროცესი, რომელიც აქამდე დაიწყო, საქართველოს გამარჯვებით დამთავრდება. ახალგაზრდების პროტესტს ოპოზიციური პარტიის წევრებიც შეუერთდნენ. როგორც ისინი ამბობენ, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ და საბოლოოდ არჩევნების არალეგიტიმურობას დაამტკიცებენ.