ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ, შემაჯამებელ სხდომაზე ხმაური იყო - ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა, რის შემდეგაც მას შავი საღებავი სახეში შეასხა. უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, რომლითაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.