მისი თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას პოლონეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. მინისტრის თქმითვე, ფაქტის აღნიშვნა პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვების კონტექსტში მნიშვნელოვანია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის პირველ თვეებში პოლონეთმა კიევს სამხედრო ტექნიკა გადასცა და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა. როგორც მან აღნიშნა, არსებობს გარკვეული ხაზი, რომელსაც არასდროს გადაკვეთს. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის დასახმარებლად მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს სრულად არ იყენებს.