ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შიდა მდგრადობის გეგმაზე მუშაობას აგრძელებს. მისი თქმით, განიხილეს რამდენიმე პუნქტი, მათ შორის კულტურული სუვერენიტეტი, რომელიც უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე კულტურას და კულტურულ დიპლომატიას მოიცავს. მისივე თქმით, შესაბამისმა ჯგუფებმა გეგმის ის პუნქტებიც განიხილეს, რომლებიც უსაფრთხოებას, ენერგეტიკას და შეიარაღების საკითხებს ეხება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის შიდა მდგრადობის გეგმა ათპუნქტიანია და მას მომავალ კვირას წარადგენენ.