31 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით გამართულ ექსპოვინას საგამოფენო სივრცე 9 გემზე მოეწყო. შვეიცარიის ყველაზე მასშტაბურმა საერთაშორისო გამოფენამ ორი კვირის განმავლობაში ათასობით სტუმარს უმასპინძლა. მეღვინეობის თითქმის ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო ქართული ღვინოც, რომელიც გამოფენაზე „ქართული ღვინის სახლმა“ წარადგინა.