გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სოციალურ ქსელ “Facebook”-ში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში თითქოსდა დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში წამსვლელთა ჯგუფი შექმნა. ბრალდებული ჯგუფში გაწევრიანებულ 26-ს პირს ატყუებდა, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში ისინი გაცვლით პროგრამაში ჩაერთვებოდნენ და აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ვიზებს მიიღებდნენ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.