თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სკვერში გამართულ ბრიფინზე ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო და აღნიშნული პროცესი გამჭვირვალობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობის პოლიტიკას ქვეყანა რუსული რეჟიმისკენ მიჰყავს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სდებენ ბრალს.