ცესკო-ს განცხადებით, დაინტერესებული მხარეები კვლავ აგრძელებენ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულაციას. საარჩევნო ადმინისტრაციამ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები უწყებას სმარტმატიკმა მიაწოდა. ცესკო-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ფაქტს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. უწყება განმარტავს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ცესკომ მარკერები შეცვალა, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.