საარჩევნო სიების ჩახსნის საკითხზე კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ახალი ინიციატივით გამოდის - Palitra News

საარჩევნო სიების ჩახსნის საკითხზე კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ახალი ინიციატივით გამოდის

2024-11-15 20:33:42+04:00

საარჩევნო სიების ჩახსნის საკითხზე კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ახალი ინიციატივით გამოდის. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატი აქვს მიღებული, სთავაზობს, რომ სიების ჩასახსნელად საჭირო შესაბამისი პროცედურული ქმედება ერთობლივად - ერთსა და იმავე დროს განახორციელონ.

ამავდროულად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ სიის ყველა წევრმა ცესკო-ს საპარლამენტო სიის გაუქმების თაობაზე მიმართა. სააპელაციო სასამართლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადების საკითხს მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილავს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გააპროტესტეს.