საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობა თუ ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერა - სწორედ ეს ორი მოსაზრება გაჩნდა ევროპალამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შემდგომ. ოპოზიცის განცხადებით, ევროპარლამენტარების კრიტიკული გზავნილები დასტურია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება. უფრო მეტიც, ოპოზიცია არ გამორიცხავს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს გადახედონ. ამის საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარების ნაწილს უსაფუძვლო კრიტიკასა და შანტაჟში ადანაშაულებს. თემის დეტალზე ზუსტად ერთს საათში ნინო დავითაძე ისაუბრებს.