საარჩევნო სიების ჩახსნის თაობაზე კოალიცია ძლიერი საქართველო ახალი ინიციატივით გამოდის. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვისაც საპარლამენტო მანდატი აქვს მიღებული, სთავაზობს - სიების ჩასახსნელად საჭირო შესაბამისი პროცედურული ქმედება ერთობლივად - ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ. სანამ მანდატების დატოვების საკითხზე ოპოზიცია კონსესუსს მიაღწევს, ქუჩის საპროტესტო აქციები და საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების საერთაშორისო გამოძიება კვლავ ოპოზიციის სამოქმედო გეგმად რჩება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებების მიუხედავად, "ქართული ოცნება" ვარაუდობს,რომ ოპონენტები პარლამნეტში მაინც შევლენ.