„არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს, დაასანქცირე ბიძინა“ - ამ ლოზუნგით ევროკავშირის საელჩოსთან აქცია გაიმართა - Palitra News

„არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს, დაასანქცირე ბიძინა“ - ამ ლოზუნგით ევროკავშირის საელჩოსთან აქცია გაიმართა

2024-11-15 15:32:20+04:00

„არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს, დაასანქცირე ბიძინა - ამ სახელწოდებით მოძრაობა „ნებას“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. თავდაპირველად აქტივისტები ევროკავშირის საელჩოსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს. დემონსტანტები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.