შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, ღვინის საერთაშორისო გამოფენა ექსპოვინაზე საქართველო რვა მწარმოებლის 25 სახეობის ქართული ღვინით იყო წარმოდგენილი. 31 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარე ექსპოვინას საგამოფენო სივრცე 9 გემზე მოეწყო. შვეიცარიის ყველაზე მასშტაბურმა საერთაშორისო გამოფენამ ორი კვირის განმავლობაში ათასობით სტუმარს უმასპინძლა. მეღვინეობის თითქმის ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო ქართული ღვინოც, რომელიც გამოფენაზე „ქართული ღვინის სახლმა“ წარადგინა.