უწყვეტი პროტესტი და ბოიკოტი არალეგიტიმურ პარლამენტს - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უცვლელია. ბარიერგადალახული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგებისა და პარლამენტის არალეგიტიმურობაზე თანმხდებიან, თუმცა საპარალემენტო მანდატებთან დაკავშირებით მათი პოზიცია განსხვავებულია. ოპოზიციური კოალიციური ძალები აცხადებენ, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი შეიძლება, ეს ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ოპონენტებს ცვლილებების რესურსი არ აქვს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ადრე თუ გვიან პარლამენტში მაინც შევლენ.